ახალი ამბები

დიდმა ბრიტანეთმა “ჯონსონ&ჯონსონის” ერთდოზიანი ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

28 მაისი, 2021 • 1112
დიდმა ბრიტანეთმა “ჯონსონ&ჯონსონის” ერთდოზიანი ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

კომპანია “ჯონსონ&ჯონსონის” წარმოებული კორონავირუსის ერთდოზიან ვაქცინას დიდი ბრიტანეთის წამლების მარეგულირებელმა გამოყენების ნებართვა მიანიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვაქცინა ადამიანებს კორონავირუსით გამოწვეული სხვადასხვა დაავადების განვითარებისგან 85%-ით იცავს და უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს. ქვეყანამ უკვე შეუკვეთა აღნიშნული ვაქცინის 20 მილიონი დოზა, რომელსაც ბრიტანეთში წელს, მოგვიანებით შეიტანენ.

ამერიკულ-ბელგიური წარმოების ვაქცინას უკვე აქვს ევროპის წამლის სააგენტოს, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციები.

აშშ-მა, სამხრეთ აფრიკამ და ევროკავშირმა აპრილში ვაქცინის გამოყენება მცირე ხნით შეაჩერეს, რადგან მისი გაკეთების შემდეგ სისხლში იშვიათი თრომბის წარმოქმნის შემთხვევები დაფიქსირდა.

აღნიშნული ვაქცინა დაამზადა ბელგიურმა კომპანია “იანსენმა”. თავის მხრივ, იანსენის მფლობელია ამერიკული კომპანია “ჯონსონ&ჯონსონი”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი