ახალი ამბები

დეკანოიძის თქმით, პარლამენტში შესვლა/არშესვლის საკითხზე კვირას პოლიტსაბჭო იმსჯელებს

28 მაისი, 2021 • 680
დეკანოიძის თქმით, პარლამენტში შესვლა/არშესვლის საკითხზე კვირას პოლიტსაბჭო იმსჯელებს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტია პარლამენტში შესვლა/არშესვლის საკითხზე გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოს სხდომაზე კვირას, 30 მაისს, მიიღებს.

“კვირას ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე დადგება. დიახ, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხზეც, მომავალი ბრძოლის სტრატეგიაზე და ზოგადად, რა უნდა იყოს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილები.. იცით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის. ფართო მსჯელობა გაიმართება და გადაწყვეტილების მიღებამდე კენჭისყრა ჩატარდება. 120 ადამიანია საბჭოში.. ცხადია, კამათი იქნება, ამაშიც დარწმუნებული ვარ”,-უთხრა დეკანოიძემ “მთავარ არხს”.

ნეტგაზეთს პარტიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ენმ-ის საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ამბობენ, რომ რამდენიმე მექანიზმი გამოიყენება, მათ შორის კვლევა. ასევე, პარტიის თავმჯდომარე რეგიონებში მხარდამჭერებს ხვდება. კვლევის დეტალები პრესსამსახურში არ გვითხრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი