ახალი ამბები

28 მაისი: გამოვლინდა კორონავირუსის 1056 შემთხვევა, 28 ადამიანი გარდაიცვალა

28 მაისი, 2021 • 593
28 მაისი: გამოვლინდა კორონავირუსის 1056 შემთხვევა, 28 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათაში ქვეყანაში კორონავირუსის 1056 შემთხვევა გამოვლინდა და 28 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევები 38 921 კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, მათგან 26 713 ანტიგენის და 12 208 PCR ტესტი იყო. ქვეყანაში Covid-19-ის  გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 341 894-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 727 პირი ემსხვერპლა.

27 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.71%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.68%, ხოლო 7 დღის მანძილზე  3.22% იყო.

დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 569
  • აჭარა – 102
  • იმერეთი – 103
  • ქვემო ქართლი – 58
  • შიდა ქართლი – 40
  • გურია – 14
  •  სამეგრელო – ზემო სვანეთი – 84
  • კახეთი – 39
  •  მცხეთა-მთიანეთი – 24
  • სამცხე-ჯავახეთი – 16
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 12 715-ია, მათგან 3 937 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი