ახალი ამბები

27 მაისი: გამოვლინდა კორონავირუსის 508 შემთხვევა, 17 ადამიანი გარდაიცვალა

27 მაისი, 2021 • 1084
27 მაისი: გამოვლინდა კორონავირუსის 508 შემთხვევა, 17 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 508 შემთხვევა გამოვლინდა და 17 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევები  24 358 კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, მათგან 12 320 ანტიგენის და 12 038 PCR ტესტი იყო.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 340 838-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში ,4 699 ადამიანი ემსხვერპლა. 26 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.09%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე  3.47% იყო.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 508 შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 35, ქვემო ქართლი – 42, შიდა ქართლი – 20, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48, კახეთი – 22, მცხეთა-მთიანეთი – 14, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 12 704-ია, მათგან 3 965 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი