აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, 24 მაისიდან მოყოლებული, სომხური მხარე აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით პერიოდულად ხსნის ცეცხლს.

“24 მაისიდან 26 მაისამდე ქელბაჯარსა და გადაბაიში მდებარე აზერბაიჯანული პოზიციები მტრის პოზიციების მხრიდან იყო პერიოდული ცეცხლის სამიზნე”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანის თანახმად, მოწინააღმდეგე მცირეკალიბრიანი იარაღით ხსნიდა ცეცხლს აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით.

განცხადების თანახმად, სომხურმა მხარემ ჰაერში გაისროლა ქალაქ შუშის სიახლოვესაც.

ბაქოს ცნობით, საპასუხო ცეცხლი არ გახსნილა და სროლების შედეგად არავინ დაღუპულა.


სასაზღვრო დაპირისპირებას უკვე ემსხვერპლა ერთი სომეხი ჯარისკაცის სიცოცხლე. 25 მაისს სომხურმა მხარემ გაავრცელა კიდევ ერთი სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებაც.