ახალი ამბები

ძლიერი წვიმის შემდეგ სამგორში ავტომობილები დაიტბორა

26 მაისი, 2021 • 1610
ძლიერი წვიმის შემდეგ სამგორში ავტომობილები დაიტბორა

თბილისში, სამგორის რაიონში, “დამპალოს” ხიდის ქვეშ, ავტომანქანების სავალ გზაზე წვიმის შედეგად წყალი დაგუბდა და რამდენიმე ავტომობილი დაიტბორა.

ამის ამსახველი ვიდეო პოლიტიკოსმა ლევან ხაბეიშვილმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა. თბილისის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე სანიაღვრე არხები გაწმენდილია.

ვიდეოში ჩანს, რომ წყალი დაახლოებით ნახევარი მეტრის სიმაღლეზე იყო დაგუბებული, ავტომანქანები კი ამ ადგილას გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერის წვიმის შედეგად სანიაღვრე არხებში ქვა-ღორღი დაგროვდა, რის გამოც სისტემაში წყალი აღარ ჩაედინებოდა, რაც დაგუბების მიზეზი გახდა. მათი ცნობით, ამ ეტაპზე სანიაღვრე არხები გაწმენდილია და მიმდინარეობს დამატებითი გაწმენდითი სამუშაოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი