ახალი ამბები

აშშ-მა ონის სამედიცინო ცენტრს $25 ათასი ღირებულების აღჭურვილობა გადასცა

25 მაისი, 2021 • 712
აშშ-მა ონის სამედიცინო ცენტრს $25 ათასი ღირებულების აღჭურვილობა გადასცა

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს $25 ათასი დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცეს. მათივე განცხადებით, ახალი აღჭურვილობით ონის სამედიცინო დაწესებულება უკეთ შეძლებს COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვას, ვინაიდან შორ მანძილზე, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გაგზავნის ნაცვლად, ადგილზე უმკურნალებს.

“თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში რეგიონულ სამედიცინო ცენტრს, რომელიც საქართველოში საავადმყოფოთა ყველაზე დიდი ქსელია, უკვე $100 ათას დოლარამდე ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. ამ დახმარების მიზანი COVID-19 პანდემიისას ცენტრის მიერ მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდაა”, — აცხადებს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი