ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დევნილების აფხაზეთში დაბრუნების საკითხი დახურულია | ბჟანია

25 მაისი, 2021 • 4642
დევნილების აფხაზეთში დაბრუნების საკითხი დახურულია | ბჟანია

“შეგახსენებთ, რომ ოდესღაც იდგა საქართველოდან დევნილების დაბრუნების საკითხი. დღეს ეს საკითხი დახურულია”, – განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში ქართულ მხარესთან ურთიერთობებზე საუბრისას.

“სამწუხაროდ, საქართველოსა და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება არ არის ხელმოწერილი, ისინი ჩვენ არ გვაღიარებენ, ვერ ხედავენ აფხაზეთს, როგორც სახელმწიფოს. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს არანაირი სახელმწიფოთაშორისი კონტაქტი. გვაქვს მხოლოდ ჟენევის მოედანი რუსეთის მონაწილეობით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთის სახელმწიფო სტატუსის განხილვას არც საქართველოსთან და არც სხვასთან არ ვაპირებთ და ეს თემა სამუდამოდ დახურულია”.

ბჟანიას თქმითვე, “დღეს 45 ათასი ქართველი ცხოვრობს აფხაზეთში, მათ უმრავლესობას აფხაზეთის მოქალაქეობა არ აქვს, თუმცა ისინი ისევე ცხოვრობენ, როგორც ყოველთვის”.

აფხაზეთის ომის შემდეგ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე 273 ათასზე მეტი დევნილი ცხოვრობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი