ახალი ამბები

პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება

25 მაისი, 2021 • 1120
პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება

საქართველოს მთავრორბის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრები იხსნება.

კერძოდ, საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამდასტურებელი დოკუმენტებით და უარყოფითი PCR ტესტის მეშვეობით.

ამასთან, პირებს შეუძლიათ საქართველოს სახმელეთო საზღვარი ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტითაც გადმოკვეთონ, თუმცა, ამ შემთხვევაში, საქართველოში შემოსული პირები ვალდებული იქნებიან მომვდევნო 72 საათის გნამავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი.

აქვე, საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, გაცემულია რეკომენდაცია, ყველა ვიზიტორს ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ასევე ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ შემთხვევებს.

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოში შემოსვლა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტით შუძლიათ, დაემატა:
  • კანადა;
  • იაპონია;
  • ქუვეითი;
  • სამხრეთ კორეა;
  • ჩინეთი;
  • მოლდოვა;
  • ომანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი