ახალი ამბები

9 598 ტესტით COVID-19-ის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 24 მაისი

24 მაისი, 2021 • 789
9 598 ტესტით COVID-19-ის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 24 მაისი

24 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ზე ჩატარდა 9 598 ტესტი, საიდანაც გამოვლინდა ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 357 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.04%

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 5 095 კვლევა ანტიგენის ტესტით, 4 503  კი PCR მეთოდოლოგიით ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.99%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.19%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 208 შემთხვევა,
აჭარა – 50,
იმერეთი – 24,
ქვემო ქართლი – 19,
შიდა ქართლი – 12,
გურია – 4,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 33,
კახეთი – 25,
მცხეთა-მთიანეთი – 4,
სამცხე-ჯავახეთი – 6,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 340, საიდანაც 4 161 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის: თბილისის საავადმყოფოებში – 2 268,
აჭარაში – 461,
იმერეთში – 537.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში – 414, აჭარაში – 110, იმერეთში -161.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 პირი, მათგან თბილისში – 154, აჭარაში – 12, იმერეთში – 16. 667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 355 – თბილისში, 270- აჭარაში. 8 512 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 57, ხოლო აჭარაში – 33.

მასალების გადაბეჭდვის წესი