ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი თურნავას მოადგილედ დაინიშნა

24 მაისი, 2021 • 1273
მარიამ ქვრივიშვილი თურნავას მოადგილედ დაინიშნა

პარლამენტის წევრი და ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. სამინისტროს ინფორმაციით, ქვრივიშვილი უხელმძღვანელებს ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს.

პარლამენტში არჩევამდე, 2019-2020 წლებში, ის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ამავე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა 2012-2014 წლებში, ხოლო 2014 წლიდან 2019 წლამდე ტუროპერატორ კომპანია „ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორი და, ამავდროულად, ავიაკომპანიის flydubai რეგიონალური მენეჯერი იყო. ქვრივიშვილი თურნავას მე-7 მოადგილე იქნება. პარლამენტის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ქვრივიშვილს საკანონმდებლო ორგანოში ბაია კვიციანი ჩაანაცვლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი