ახალი ამბები

აბსოლუტურად ნორმალურია, რაც ხდება — პრემიერი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე

23 მაისი, 2021 • 2154
აბსოლუტურად ნორმალურია, რაც ხდება — პრემიერი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რაც ხდება ნორმალურია.

“ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია. რეალური, ჭეშმარიტი დემოკრატია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, აქციების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არის აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

“ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქცია თბილისში [LIVE]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი