ახალი ამბები

კოვიდის 733 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი | 23 მარტი

23 მაისი, 2021 • 905
კოვიდის 733 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი | 23 მარტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 972 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 547 კვლევა — ანტიგენის ტესტით და 7 425 — PCR ტესტით და კორონავირუსით ინფიცირების 733 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 622 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.04%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.21%.

ინფიცირების 733 ახალი შემთხვევის რეგიონული გადანაწილება ასეთია:

  • თბილისი — 425 შემთხვევა
  • აჭარა – 62
  • იმერეთი – 54
  • ქვემო ქართლი – 35
  • შიდა ქართლი – 18
  • გურია – 8
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70
  • კახეთი – 27
  • მცხეთა-მთიანეთი – 17
  • სამცხე-ჯავახეთი – 13
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 326, საიდანაც: 4 152 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 228 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი