ახალი ამბები

გამოვლინდა ინფიცირების 1 071 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 33 ადამიანი – 22 მაისი

22 მაისი, 2021 • 1151
გამოვლინდა ინფიცირების 1 071 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 33 ადამიანი – 22 მაისი

22 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 680 პირი, გარდაიცვალა – 33.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 985 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 333 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 652 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.18%.

1 071 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 581 შემთხვევა;
  • აჭარა – 96;
  • იმერეთი – 84;
  • ქვემო ქართლი – 55;
  • შიდა ქართლი – 42;
  • გურია – 16;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 100;
  • კახეთი – 55;
  • მცხეთა-მთიანეთი –  23;
  • სამცხე-ჯავახეთი – 14;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5

ამ მონაცემებით, საქართველოში პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 336 840-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 317 069 პირი. ვირუსს 4 602 ადამიანი ემსხვერპლა.

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 143, საიდანაც: 4 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 365, აჭარაში – 482, იმერეთში – 525.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 903 პირი, მათ შორის, თბილისში – 436, აჭარაში – 103, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 229 პირი, მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 10, იმერეთში – 16.

701 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 369 – თბილისში, 288- აჭარაში. 10 172 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, — ამბობს საქართველოს მთავრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი