ახალი ამბები

ლარი დოლართან და ევროსთან თითქმის 5 თეთრით გამყარდა

21 მაისი, 2021 • 1008
ლარი დოლართან და ევროსთან თითქმის 5 თეთრით გამყარდა

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან თითქმის 5 თეთრით [4.81 თეთრი] გამყარდა. შესაბამისად, ერთი დოლარი 3.30 ლარი ღირს.

4.81 თეთრით გამყარდა ლარი ევროსთანაც და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.04 ლარია. ბოლო რამდენიმე დღეა, ლარი ევროსთან და დოლართან მყარდება. კვირის დასაწყისში ერთი დოლარი 3.41 ლარი, ერთი ევრო კი 4.13 ლარი ღირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი