ახალი ამბები

კაცმა 5 წლის ბავშვზე სექსუალურად იძალადა, მას 15 წელი მიუსაჯეს

21 მაისი, 2021 • 2698
კაცმა 5 წლის ბავშვზე სექსუალურად იძალადა, მას 15 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ინფორმაციით, კაცს, რომელსაც ბავშვზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად, 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

როგორც უწყება წერს, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ პირმა ისარგებლა 5 წლის ბავშვის ასაკობრივი უმწეობით და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდაინა.

„სამართალდამცველებმა ს.ა. 2021 წლის 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით  (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – ამბობს უწყება.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი