ნეტგაზეთი | “მზად ვართ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის” | ალიევი “მზად ვართ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის” | ალიევი – Netgazeti
Batumelebi | RU

“მზად ვართ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის” | ალიევი

“აზერბაიჯანი მზადაა, სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე იმუშაოს, ასევე, შეათანხმოს საზღვრები”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ისაუბრა ვიდეოფორმატში თემაზე “სამხრეთ კავკასია: რეგიონული განვითარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივები”.

“მე არაერთხელ მითქვამს, რომ მზად ვართ, სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე ვიმუშაოთ, რათა მთლიანად დავასრულოთ ურთიერთობები სამხედრო სფეროში და მინიმუმამდე დავიყვანოთ სამომავლო რისკები. ასევე, არაერთხელ მიმიმართავს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე წინადადებით, თუმცა სომხეთის ხელისუფლება უარს ამბობს ამ წინადადებებზე.

ჩვენ მზად ვართ სომხეთთან თანამშრომლობისთვის, მიუხედავად მოყენებული ზიანისა, ჩვენი ტერიტორიების 30- წლიანი ოკუპაციისა. მაგრამ ჩვენ გვჭირდება მჭიდრო უერთიერთობა, რადგან ვართ მეზობლები და გვერდიგვერდ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება”.


მთიან ყარაბაღში 2020 წლის ომის შედეგად აზერბაიჯანმა ძირითადად კონტროლი მოიპოვა ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ნაწილზე, მათ შორის ქალაქებზე – შუშა და ჰადრუთი. ასევე, მთიანი ყარაბაღის ოლქის გარშემო მდებარე ყველა იმ რაიონზე, რომელზეც პირველი ომის შედეგად აზერბაიჯანული იურისდიქცია აღარ ვრცელდებოდა.

ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ბაქოს პოზიციის თანახმად, აზერბაიჯანულმა ძალებმა დაიწყეს საკუთარი საზღვრის დაკავება საბჭოთა კავშირის დროს გამოცემული რუკების მიხედვით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი