ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანმა აზერბაიჯანთან ახალი შეთანხმება დააანონსა – ერევანში აქციები დაიწყო

21 მაისი, 2021 • 1101
ფაშინიანმა აზერბაიჯანთან ახალი შეთანხმება დააანონსა – ერევანში აქციები დაიწყო

მარიამ მუგდუსიანი, ერევანი


აზერბაიჯანთან მორიგი ხელშკრულების შესაძლო გაფორმების შესახებ ნიკოლ ფაშინიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ერევანში 20 მაისის საღამოდან ასეულობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე გამოვიდა, სადაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

20 მაისს სომხეთის პრემიერობის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ გეგმავს აზერბაიჯანთან მორიგი ხელშეკრულების გაფორმებას, თუმცა დოკუმენტის შინაარსი არ გაუსაჯაროებია იმ მოტივით, რომ ამ ეტაპზე სამუშაო ვერსიაა.

სომხეთის საპარლამენტო ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც სომხეთში 20 ივნისს არის დაგეგმილი, დაუშვებელია.

აქცია ერევანში, 20 მაისი, 2021

აქცია ერევანში, 20 მაისი, 2021

აქცია ერევანში, 20 მაისი, 2021

მასალების გადაბეჭდვის წესი