ახალი ამბებირეკლამა

ინექსკრედიტი – ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის

20 მაისი, 2021 • 2311
ინექსკრედიტი – ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი ქართველი ემიგრანტებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის კიდევ ერთ პროდუქტს ინექსკრედიტს ქმნის. 

აღნიშნული პროდუქტის საშუალებით ემიგრანტები შეძლებენ გზავნილების საფუძველზე სამომხმარებლო ან იპოთეკური სესხების მიღებას და თანხის გამოყენებას სხვადასხვა მიზნებისთვის: ბინის შესაძენად, გასარემონტებლად, სხვა ბანკში თუ კერძო პირთან აღებული სესხის გადასაფარადან ან სხვა სამომხმარებლო მიზნებისთვის.  

სესხის აღებას საბერძნეთში, იტალიაში, კვიპროსში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქები და საქართველოში მყოფი მათი ახლობლები შეძლებენ. იპოთეკური სესხის გაცემა, როგორც ქალაქში, ისე სოფლად მდებარე სახლისა და სასოფლო სამეურნე მიწის უზრუნველყოფითაა შესაძლებელი.

სესხის მისაღებად საჭიროა: მომხმარებელი ინტელიექსპრესის ან სხვა ფულადი გზავნილების სისტემის საშუალებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში, სისტემატურად რიცხავდეს ან იღებდეს ფულად გზავნილებს. მომხმარებელმა შეავსოს საიტზე მითითებული ფორმა ან განაცხადი ჩვენ ოფისში. აუცილებელია სწორად მიუთითოს მონაცემები.

ინექსკრედიტის სერვისი, საქართველოში, ოქროს ლომბარდის განახლებული პირობებით შეთავაზებასაც მოიცავს. 

ინტელიექსპრესი ერთადერთი საქართველოში დაარსებული საერთაშორისო სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემაა. იგი საქართველოში 2006 წელს დაარსდა. დღეს კი უკვე მსოფლიოს 70-ზე მეტ სახელმწიფოშია ხელმისაწვდომი. ინტელიექსპრესი ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, საქართველოში. ასევე აქვს სპეციალური ლიცენზიები უკრაინის, სომხეთის, მოლდოვას, ფილიპინების, ინდონეზიის, ბანგლადეშის, ნეპალის, პალისტანის და შრი-ლანკას ცენტრალური ბანკებიდან.

სხვადასხვა ქვეყანაში კომპანიის მომხმარებლების რიცხვი ასეულობით ათასს შეადგენს. აქვს საკუთარი ფილიალები დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, კვიპროსში, იტალიასა და საქართველოში. ასევე აგენტი ბანკებისა და პარტნიორი სისტემების ქსელით ფარავს მთელ საქართველოს, უკრაინას, სომხეთს, ფილიპინებს, პაკისტანს და სხვა ქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი