ახალი ამბები

პირი სარდაფში კუსტარულად ამზადებდა სადეზინფექციო საშუალებას — საგამოძიებო სამსახური

20 მაისი, 2021 • 1232
პირი სარდაფში კუსტარულად ამზადებდა სადეზინფექციო საშუალებას — საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს. გამოძიების ვერსიით, თბილისში, სარდაფის ტიპის ნაგებობაში მოწყობილ კუსტარული საამქროში, პირი სხვადსხვა ტევადობის ჭურჭელში სადეზინფექციო საშუალებებს ამზადებდა, აფასოებდა და ყიდდა.

“გამოძიების პროცესში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები, ჩატარდა ჩხრეკა კომპანიის ობიექტში, რის შედეგად ამოვიღეთ დიდი ოდენობით დაფასოებული სადეზინფექციო საშუალებები.
ქიმიური ექსპერტიზების თანახმად, სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისებრიობა, კერძოდ, პროდუქცია არ შეიცავს მისსავე ეტიკეტზე მითითებულ შესაბამის ნივთიერებებს”, — წერია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი