ახალი ამბები

თეიმურაზ ვანიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

19 მაისი, 2021 • 1028
თეიმურაზ ვანიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

სკოპიეში მიმდინარე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში თეიმურაზ ვანიშვილმა (61 კგ) სომეხი რაზმიკ პაპიკიანი ანგარიშით 6:1 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

დღესვე, ბრინჯაოს მედლებისთვის ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) იბრძოლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი