ახალი ამბები

ევროკავშირი ავტორიზებული ვაქცინებით აცრილთათვის საზღვრებს ხსნის

19 მაისი, 2021 • 902
ევროკავშირი ავტორიზებული ვაქცინებით აცრილთათვის საზღვრებს ხსნის

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, საზღვრები გახსნას იმ პირებისთვის, რომლებიც ევროპის წამლის სააგენტოს ან/და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინების ორივე დოზით არიან აცრილები.

როგორც “ნიუ იორკ ტაიმსი” წერს, აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა დღეს გაიმართა და გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ელჩებმა მიიღეს.

ევროკავშირი მიიღებს ვიზიტორებს, რომლებსაც იმუნიზაციის სრული კურსი ჩატარებული აქვთ “ფაიზერის”, “მოდერნას”, “ჯონსონის”, “ასტრაზენეკას” ან “სინოფარმის” ვაქცინებით.

ამასთან, იგეგმება განახლდეს უსაფრთხო ქვეყნების სია, რომელიც ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას დაეფუძნება. განახლებული სია პარასკევისთვის გასაჯაროვდება.

ამასთან, ევროკავშირის განცხადებით, წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ზოგი ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესაძლოა დარჩეს უარყოფითი PCR ტესტის მოთხოვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი