ახალი ამბები

გარდაიცვალა მემანქანე, რომელმაც პირველი მატარებელი გაატარა მეტროს გახსნის დღეს

19 მაისი, 2021 • 1099
გარდაიცვალა მემანქანე, რომელმაც პირველი მატარებელი გაატარა მეტროს გახსნის დღეს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა მემანქანე ამბროსი (ანდრო) ხიხაძე, რომელმაც პირველი მატარებელი გაატარა თბილისის მეტროს გახსნის დღეს, 1966 წლის 11 იანვარს.

“ანდრო ხიხაძემ თბილისის მეტროში მუშაობა დაიწყო 1965 წლიდან მემანქანე-ინსტრუქტორად, შემდგომ იყო დეპოს უფროსი და მოძრავი შემადგენლობის სამსახურის უფროსი.

მუშაობის პერიოდში აღზარდა არაერთი თაობა, არის რამოდენიმე გამოგონებისა და სახელმძღვანელოს ავტორი, 1993 წელს საკუთარი განცხადებით გავიდა პენსიაზე. 2009 წლიდან კი კვლავ დაბრუნდა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში’’ როგორც მოძრაობის უსაფრთხოების ზედამხედველი და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა მეტროს მოძრავი შემადგენლობის უსაფრთოებას”,-წერია კომპანიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი