ახალი ამბები

ჭორებს ავრცელებენ, რომ დაძაბული ურთიერთობა გვაქვს – მელია სააკაშვილზე

18 მაისი, 2021 • 2363
ჭორებს ავრცელებენ, რომ დაძაბული ურთიერთობა გვაქვს – მელია სააკაშვილზე

უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილთან მყოფი ნიკა მელია აცხადებს, რომ მათ შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია.

„ჭორებს ავრცელებენ, რომ რაღაც დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. პირიქით. ვითარება არის მკვეთრად პირიქით“, – ამბობს მელია ვიდეოში, რომელიც სააკაშვილმა გაავრცელა.

„იმაზე გონიერი ხალხია ახლა ენმ-ში, ვიდრე მავანს ჰგონია. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ პროვოკაციაზე წამოგვაგონ“, – ამბობს იგი.

მიხეილ სააკაშვილი ამავე ვიდეოში მელიას „ნამდვილ გმირს“ უწოდებს და ამბობს, რომ „საბედნიეროა“, რომ იგი კიევში იმყოფება „დატვირთული სამუშაო ვიზიტით“.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია თანაპარტიელებთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კიევში 16 მაისს გაემგზავრა.

უკრაინაში მასთან ერთად გაემგზავრნენ კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი.

ისინი სავარაუდოდ განიხილავენ ენმ-ის პარლამენტში შესვლის პერსპექტივას შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ.

ნიკა მელია სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაემგზავრა

მასალების გადაბეჭდვის წესი