ახალი ამბები

ნიკა მელია სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაემგზავრა

16 მაისი, 2021 • 2230
ნიკა მელია სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაემგზავრა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია თანაპარტიელებთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაფრინდა. უკრაინაში მასთან ერთად გაემგზავრნენ კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი.

ინფორმაციას ადასტურებენ პარტიაში. თავდაპირველი ცნობა მელიას გამგზავრების შესახებ ფორმულამ გაავრცელა.

ნიკა მელიამ გაფრენის წინ დროებას უთხრა, რომ ექსპრეზიდენტთან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრებს.

“ორ წელიწადნახევარია, კაცი არ მინახავს და არც მას ვუნახივარ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩემსა და მას შორის ურთიერთობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ურთიერთგაგება, იქნება ერთიანი სტრატეგია, ხედვა და ვაპირებთ საუბარს მე ჩემს ხედვას გავაცნობ, ის – თავისას”. – უთხრა მელიამ დროებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი