ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გერმანიის საელჩომ აფხაზეთს 46 ათასი ევროს ღირებულების ჯანდაცვის აღჭურვილობა გადასცა

18 მაისი, 2021 • 1422
გერმანიის საელჩომ აფხაზეთს 46 ათასი ევროს ღირებულების ჯანდაცვის აღჭურვილობა გადასცა

საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით,  საელჩომ სამედიცინო დაწესებულებებს სოხუმსა და გუდაუთაში გადასცა დაახლოებით 46 ათასი ევროს ღირებულების გენერატორი, ჟანგბადის კონცენტრატორები, ულტრაიისფერი ნათურები, პულსოქსიმეტრები, სწრაფი ტესტები, დამცავი ნიღბები და სადეზინფექციო საშუალებები.

აღნიშნული დახმარება საელჩომ აფხაზეთს კოვიდ-19-თან ბრძოლისათვის გადასცა, რათა, როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაუმჯობესდეს აფხაზეთში დიაგნოზის დასმის შესაძლებლობები, მკურნალობა და სამედიცინო პერსონალის დაცვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი