ახალი ამბები

მომდევნო კვირიდან საქართველოში “სინოვაკით” ვაქცინაცია დაიწყება

18 მაისი, 2021 • 1374
მომდევნო კვირიდან საქართველოში “სინოვაკით” ვაქცინაცია დაიწყება

მომდევნო კვირიდან საქართველოში დაიწყება ვაქცინაცია ჩინური წარმოების “სინოვაკით”, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია ჯერჯერობით არ აქვს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, კონკრეტულ თარიღს მოგვიანებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოაცხადებს.

“სინოვაკი” ელოდება ჯანმო-ს ავტორიზაციას. ექსპერტების შუალედური დასკვნა, რომელიც დადებითად ახასიათებს “სინოვაკის” შედეგებს, უკვე გამოქვეყნებულია. ვიმედოვნებთ, რომ ავტორიზაცია მალე იქნება. თუმცა, იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური საჭიროებები სწრაფად იქნას მოცული და ესენციურ ჯგუფებს ჰქონდეთ ვაქცინასთან ხელმისაწვდომობა, “სინოვაკით” ვაქცინაცია უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება და 18 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებს მოიცავს”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

“სინოვაკი” ინაქტივირებული ვაქცინაა, რომელსაც ჩინური კერძო კომპანია აწარმოებს. 100 000 დოზის რაოდენობის “სინოვაკის” ვაქცინა საქართველომ ჩინეთის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო.

როგორ დავრეგისტრირდეთ კორონავირუსის ვაქცინაზე — დეტალური ინსტრუქცია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი