ახალი ამბები

ევსაქები აქციზის გადასახადის გაუქმებას ითხოვენ

18 მაისი, 2021 • 789
ევსაქები აქციზის გადასახადის გაუქმებას ითხოვენ

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ აქციზის გადასახადის გაუქმების შემთხვევაში საწვავის ფასი 40 თეთრით შემცირდება. აქედან გამომდინარე, ის ქვეყანაში აქციზის გადასახადის გაუქმებას ითხოვს.

“არის მარტივი ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია და რომელიც უნდა გადადგას ნებისმიერმა მთავრობამ ასეთ პირობებში. ეს არის გადასახადების დაწევა, საგადასახადო წნეხის შემცირება ყველა მოქალაქისთვის. არის ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ აისახება ყველა ჩვენი ოჯახის შემოსავალზე და აისახება ყველა პროდუქტის ფასზე, ეს არის საწვავის ფასი.

საერთაშორისო ფასებს რომ თავი დავანებოთ, რომელიც ჩვენი მთავრობის კონტროლს მიღმაა, გაზარდა ივანიშვილის რეჟიმმა… გაგვიზარდა ყველას აქციზის გადასახადი იმისთვის, რომ მეტი ფული ჰქონოდათ საკუთარი პოლიტიკური ნეპოტიზმისთვის, ბიუროკრატიითვის, მავნებლობისთვისა და კორუფციისთვის. ეს რამდენიმე წლის წინ გააკეთეს და მას შემდეგ ეს წნეხი ზურგზე აწევს ყველა ქართულ ოჯახს. მარტივი ნაბიჯით, აქციზის გადასახადის გაუქმებით, შესაძლებელია, ავტომატურად 40 თეთრით შემცირება საწვავის ფასის, რაც შემდეგ ყველაფრის ფასზე აისახება”, — აცხადებს ბოკერია.

აქციზის გადასახადი არაპირდაპირი გადასახადია, რომლის გადახდაც სავალდებულოა გარკვეული სახეობის პროდუქციის ან მომსახურების წარმოების, გაყიდვის ან შეძენის შემთხვევაში. ასეთებს მიეკუთვნება ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო, ნავთობპროდუქტები, ავტომობილები, სამორინეები/სათამაშო ბიზნესი და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი