ახალი ამბებირეკლამა

სსე ISO სერტიფიკატის მფლობელი პირველი ენერგეტიკული კომპანიაა საქართველოში

17 მაისი, 2021 • 1564
სსე ISO სერტიფიკატის მფლობელი პირველი ენერგეტიკული კომპანიაა საქართველოში

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“- საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001-ის ხარისხის მართვის სერტიფიკატი უკვე მესამედ მოიპოვა.

 სსე საქართველოში პირველი ენერგეტიკული კომპანია იყო, რომელსაც 2014 წელს აღნიშნული სერტიფიკატი მიენიჭა.

 2017 წელს, ხელახალი რესერტიფიცირების მიზნით, გერმანული კომპანიის DQS GmbH აუდიტორებმა შეამოწმეს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისსაქმიანობის შესაბამისობა ISO 9001:2015 სტანდარტის ახალი ვერსიის მოთხოვნებთან და დასკვნის საფუძველზე მიანიჭეს სამწლიანი სერტიფიკატი

2021 წელს კი, კომპანიამ წარმატებით გაიარა ხელახალი რესერტიფიცირება. ახალი სერტიფიკატის მოქმედების ვადად 2023 წლის 13 ოქტომბერი განისაზღვრა.

სსე iso

ISO სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ნიშნავს და მისი ისტორია 40-იანი წლებიდან იწყება. 1946 წელს, ლონდონში, მსოფლიოს 25 წამყვანი ქვეყნის 65 დელეგატი შეიკრიბა, რომელთაც სტანდარტის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. შეხვედრაზე შეიქმნა 67 ექსპერტისგან შემდგარი კომიტეტი, რომელსაც ახალი საბაზრო ეტალონების შექმნა დაევალა.

დღეისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი მსოფლიოს 164 ქვეყანაა, მათ შორის, საქართველოც. მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში წარმატებით დანერგილი ხარისხის მართვის სისტემა ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების გაუმჯობესებას და ეფექტიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

სსე, როგორც განვითარებაზე, ბიზნესის მართვის გაუმჯობესებასა და სისტემის შედეგიანობაზე ორიენტირებული კომპანია, კვლავ განაგრძობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და დგას იმ კომპანიების გვერდით, რომელთაც მსოფლიო ბაზარზე წამყვანი პოზიციები უჭირავთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი