ახალი ამბები

შაბათ-კვირას რესტორნები გარე სივრცეები იმუშავებს

17 მაისი, 2021 • 1189
შაბათ-კვირას რესტორნები გარე სივრცეები იმუშავებს

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტები გარე სივრცეებში სტუმრებს შაბათ-კვირასაც მიიღებენ.

ამ დრომდე, შაბათ-კვირას კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისით ემსახურებოდნენ მომხმარებლებს:

“მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, შაბათ-კვირას სტუმრები მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ. ცხადია, რეგულაციების სრული დაცვით”, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

ამასთან, დღეიდან, 17 მაისიდან ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს 23:00 საათიდან 5:00 საათის ჩათვლით, ნაცვლად 21:00 საათისა. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ოპერაციული შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ გრძელდება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვება და შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქება პირველი ივნისიდან განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი