გიორგი შენგელიას თქმით, ზუგდიდის მერის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება “ადამიანურ პრინციპებზე დაყრდნობით” მიიღო და ამ ეტაპზე არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას არ განიხილავს.
შენგელია საბრობს იმ მხარდაჭერაზე, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუწია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებში, თუმცა ამბობს, რომ რომელიმე მხარის დაკავება მისთვის მიუღებელია.
“არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც ადამიანურ პრინციპებზე დაყრდნობით მივიღე. როცა მოვედი პოლიტიკაში, “ოცნების” გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი იყო გიორგი გახარია, მისი და მთავრობის განსაკუთრებული მხარდჭერით განხორციელდა პროექტები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ადამიანურად ვთვლი, რომ არცერთი მხარის დაკავება — არც “ოცნების” გუნდში დარჩენა და არც გახარიას მომავალ პარტიასთან თანამშორმლობა — არ არის მისაღები და გადავწყვიტე, წავსულიყავი პოლიტიკიდან”, — განაცხადა შენგელიამ.
გიორგი შენგელიას თქმით, ის კერძო სექტორში გადაინაცვლებს, თუმცა, თუ მომავალში საჭიროება დადგება, პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს.
ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს, 17 მაისს განაცხადა.