ახალი ამბები

11 665 ტესტით, COVID-19-ის 504 შემთხვევა გამოვლინდა – 17 მაისი

17 მაისი, 2021 • 647
11 665 ტესტით, COVID-19-ის 504 შემთხვევა გამოვლინდა – 17 მაისი

17 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 11 665 ტესტი ჩატარდა. მათგან, 6 137 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 528 PCR მეთოდოლოგიით ჩატარდა. ჩატარებული ტესტირების შედეგად გამოვლინდა COVID-19-ის 504 ახალი შემთხვევა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 4.32% შეადგინა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამშ,ი 4 469 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში – 263,
აჭარა – 53,
იმერეთი – 50,
ქვემო ქართლი – 20,
შიდა ქართლი – 13,
გურია – 4,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44,
კახეთი – 33,
მცხეთა-მთიანეთი – 7,
სამცხე-ჯავახეთი – 11,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 525, საიდანაც 4 395 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის:

თბილისის საავადმყოფოებში – 2 419,
აჭარაში – 499,
იმერეთში – 571.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 920 პირი, მათ შორის, თბილისში – 443, აჭარაში – 96, იმერეთში -165.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი, მათგან თბილისში – 142, აჭარაში – 6, იმერეთში – 16. 657 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 – თბილისში, 261- აჭარაში. 10 473 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი