ახალი ამბები

გამოვლინდა ინფიცირების 968 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 16 ადამიანი – 16 მაისი

16 მაისი, 2021 • 845
გამოვლინდა ინფიცირების 968 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 16 ადამიანი – 16 მაისი

16 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლინდა ინფიცირების 968 ახალი შემთხვევა და გამოჯანმრთელდა 903 პირი. გარდაიცვალა 16 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 742 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 308 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 434 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტების დადებითობის მაჩვენებელი 4.08 პროცენტია.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 968 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 527 შემთხვევა, აჭარა – 71, იმერეთი – 95, ქვემო ქართლი – 58, შიდა ქართლი – 28, გურია – 27სამეგრელო – ზემო სვანეთი – 75, კახეთი – 49მცხეთა-მთიანეთი –  21, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 086, საიდანაც: 4 331 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 378, აჭარაში – 518, იმერეთში – 537. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 438, აჭარაში – 96, იმერეთში -154. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 214 პირი, მათგან თბილისში – 140, აჭარაში – 6, იმერეთში – 13. 668 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 368 – თბილისში, 267- აჭარაში. 12 087 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 57, ხოლო აჭარაში – 9.

სულ 6 ოქტომბრიდან – 15 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 660 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 597 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 233 პირი, აჭარაში – 1 599, იმერეთში – 1 719.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი