ახალი ამბები

გამოვლინდა ინფიცირების 1 576 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 29 ადამიანი – 15 მაისი

15 მაისი, 2021 • 953
გამოვლინდა ინფიცირების 1 576 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 29 ადამიანი – 15 მაისი

15 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 576 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 584 პირი, გარდაიცვალა – 29.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 44 278 კვლევა ტესტით, მათ შორის, 28 539 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 739 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.56 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.11 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.05 %.

1 576 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 868 შემთხვევა;
  • აჭარა – 92;
  • იმერეთი – 162;
  • ქვემო ქართლი – 71;
  • შიდა ქართლი – 51;
  • გურია – 35;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 130;
  • კახეთი – 77;
  • მცხეთა-მთიანეთი –  54;
  • სამცხე-ჯავახეთი – 15;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21

ამ მონაცემებით, საქართველოში პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 329 407-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 307 918 პირი. ვირუსს 4 426 ადამიანი ემსხვერპლა.

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 037, საიდანაც: 4 258 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 367, აჭარაში – 469, იმერეთში – 528.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 441, აჭარაში – 92, იმერეთში -152. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში – 140, აჭარაში – 4, იმერეთში – 13.

729 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 365 – თბილისში, 332- აჭარაში. 12 050 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, — ამბობს საქართველოს მთავრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი