ახალი ამბებისამართალი

უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გაუპატიურებაში ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

14 მაისი, 2021 • 1913
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გაუპატიურებაში ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გაუპატიურებაში ბრალდებულ პირს 7- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, შემთხვევა გასული წლის აგვისტოში თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე  მოხდა.

პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით  (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი