ახალი ამბები

აშშ-ში სრულად ვაქცინირებულებს პირბადე აღარ მოეთხოვებათ

14 მაისი, 2021 • 828
აშშ-ში სრულად ვაქცინირებულებს პირბადე აღარ მოეთხოვებათ

აშშ-ში სრულად ვაქცინირებულ პირებს პირბადის ტარება აღარ მოეთხოვებათ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ახალი გაიდლაინის თანახმად, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება არც ღია და არც დახურულ სივრცეში არ არის საჭირო.

“ადამიანებს სჭირდებათ განცდა, რომ ჩვენ ვუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების რიტმს”, — განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა და პრეზიდენტ ბაიდენის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა ენტონი ფაუჩიმ.

CDC-ის თანახმად, ამ დროისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 35% არის სრულად ვაქცინირებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი