ახალი ამბები

მე და ლევან იოსელიანი არ ვაპირებთ რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანებას – ელისაშვილი

13 მაისი, 2021 • 1040
მე და ლევან იოსელიანი არ ვაპირებთ რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანებას – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ის და ლევან იოსელიანი არცერთ საპარლამენტო ფრაქციაში შესვლას არ აპირებენ.

მისი თქმით, პარლამენტის ახალი რეგლამენტით უფრაქციო დეპუტატებს საკმარისი ბერკეტი აქვთ.

“კარგია, რომ დღეს პირველი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა პარლამენტში, წარმატებას ვუსურვებ მათ საქმიანობაში. თუმცა შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ჩვენ, პარტია “მოქალაქეების” წარმოამდგენლები, მე და ლევან იოსელიანი არ ვაპირებთ რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანებას. საქმიანობას განვაგრძობთ ისე, როგორც აქამდე წარვმართავდით, დამოუკიდებლად. ვინაიდან ახალი რეგლამენტის თანამხად, ჩვენ გვაქვს საკმარისი ბერკეტები იმისთვის, რომ სრულფასოვნად წარვმართოთ ჩვენი სადეპუტატო საქმიანობა. ჩვენ არც ფრაქციის თავმჯდომარეობა გვეხარბება, არც მანქანა რომ გევმსახურებოდეს და არც სხვა მსგავსი პრივილეგიები გვიზიდავს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი