ახალი ამბები

საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას დავიწყებთ – თავდაცვის მინისტრი

13 მაისი, 2021 • 3310
საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას დავიწყებთ – თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, რეგიონალური და საერთაშორისო მოვლენების გათვალისწინებით, საქართველო აპირებს საჰაერო უპილოტო საშუალებების როგორც შეძენას, ასევე, მათი ადგილზე წარმოების შესაძლებლობების შექმნას.

“თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება როგორც საჰაერო უპილოტო საშუალებების შეძენა, ასევე, მათი წარმოების შესაძლებლობების შექმნა.

კონკრეტულად, თავდაცვის ძალები 2030 მხარდასაჭერად მიმდინარეობს ნატოს ქვეყნებთან მოლაპარაკებები ტექნიკური დეტალების დაზუსტების მიზნით.

ამ მიმართულებით ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის მიწოდების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების დაწყება და მისი შემდგომი განვითარება”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს უცხოურ კომპანიებთან საერთო საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, ხოლო უშუალოდ პროდუქციის გამოშვება 2022 წლისთვის იგეგმება.

შესაბამისად, დელტას ბაზაზე მცირე და დიდი ზომის უპილოტო საწარმოს დაარსების შესახებ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთაფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან. უკვე მიმდინარე წელს დაგეგმილია ხელშეკრულებების გაფორმება, 2022 წლიდან კი -პროდუქციის გამოშვება”, – განაცხადა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძე პარლამენტში 13 მაისს, მინისტრის საათის ფორმატში წარდგა.

ფოტო გარეკანზე: ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი MQ-9B.

მასალების გადაბეჭდვის წესი