ახალი ამბები

მივიღებთ საჰაერო თავდაცვის “რაფაელის” მოდერნიზებულ სისტემას – ბურჭულაძე

13 მაისი, 2021 • 3683
მივიღებთ საჰაერო თავდაცვის “რაფაელის” მოდერნიზებულ სისტემას – ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველო ისრაელის სამხედრო სამრწეველო კომპანია “რაფაელისგან” მიიღებს საჰაერო თავდაცვის მოდერნიზებულ სისტემას”

“აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენისა და არსებული სისტემების მოდერნიზაციის კუთხით. ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ საჰაერო თავდაცვის” რაფაელის” მოდერნიზებულ სისტემას”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს უკვე აქვს ფრანგული საჰაერო თვალთვალის სარადარო სისტემები, მობილური საკომანდო პუნქტი და მისტრალი 3-ის ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით.

ჯუანშერ ბურჭულაძე 13 მაისს საქართველოს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში წარდა.

Rafael Advanced Defense Systems Ltd, შემოკლებით რაფაელი, არის ისრაელის სამხედრო წარმოების კომპანია, რომელიც ძირითადად საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და სისტემებს ამზადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი