ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სადაც რუსეთია, იქ განვითარებაა, სადაც ამერიკა – ომი და სიკვდილი” – ბიბილოვი

13 მაისი, 2021 • 2038
“სადაც რუსეთია, იქ განვითარებაა, სადაც ამერიკა – ომი და სიკვდილი” – ბიბილოვი

“მსოფლიო წესრიგში, სადაც რუსეთია, იქ განვითარებაა, სადაც ამერიკა – იქ ომი და სიკვდილი. რუსეთი ის ძალაა, რომელსაც სურს დახმარება და არა წართმევა”, – განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ლუგანსკში სამუშაო ვიზიტის დროს ერთ-ერთ შეკრებაზე და კიევს მოუწოდა, დონბასში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად შეასრულოს მინსკის შეთანხმება.

2021 წლის მარტის ბოლოდან უკრაინის აღმოსავლეთში ერთმანეთს უპირისპირდებიან უკრაინის თავდაცვის ძალები და პრორუსი მებრძოლები. კიევის ცნობით, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკებს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას ოფიციალური მოსკოვი უწევს, რასაც რუსეთის ფედერაცია უარყოფს.

ამავე თემაზე:

ახალი ომის საფრთხე უკრაინაში | ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი