ახალი ამბები

32 ათასამდე ტესტით კორონავირუსის 776 შემთხვევა გამოვლინდა – 13 მაისი

13 მაისი, 2021 • 1170
32 ათასამდე ტესტით კორონავირუსის 776 შემთხვევა გამოვლინდა – 13 მაისი

13 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსზე 31 982 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 20 394 კვლევა ანტიგენის ტესტით, 11 588 კი PCR მეთოდოლოგიით ჩატარდა. ტესტირების შედეგაც გამოვლინდა COVID-19-ის 776 ახალი შემთხვევა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 2.43 % შეადგინა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 4 379 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან გამოვლინდა:

  • თბილისში – 359,
  • აჭარა – 79,
  • იმერეთი – 81,
  • ქვემო ქართლი – 56,
  • შიდა ქართლი – 13,
  • გურია – 20,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 84,
  • კახეთი – 30,
  • მცხეთა-მთიანეთი – 41,
  • სამცხე-ჯავახეთი – 10,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 572, საიდანაც 4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 429, აჭარაში – 444, იმერეთში – 520.

ამ ეტაპზე მძიმეა 903 პაციენტის მდგომარეობა, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 196 პირი. მათგან თბილისში – 141, აჭარაში – 3, იმერეთში – 15.

მასალების გადაბეჭდვის წესი