ახალი ამბები

შეიძლება ჩანდეს, რომ გვირაბი გაყვანილია, მაგრამ ეს მოსამზადებული სამუშაოა – ლომინაძე „ნამახვანზე“

12 მაისი, 2021 • 1752
შეიძლება ჩანდეს, რომ გვირაბი გაყვანილია, მაგრამ ეს მოსამზადებული სამუშაოა – ლომინაძე „ნამახვანზე“

„ვიზუალურად შეიძლება ჩანდეს, რომ „გვირაბი გაიყვანეს, შეიჭრნენ და მუშაობენ“. რეალურად კი ეს არის მოსამზადებელი სამუშაოები“, – განაცხადა „ენკა რინიუებლზისა“ და „ნამახვანი ჰესის“ პროექტის დირექტორმა მერაბ ლომინაძემ „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

„ნამახვანი ჰესის“ ინვესტორი კომპანია „ენკა“ აცხადებს, რომ პროტესტის ფონზე მთავრობასთან შეთანხმების კვალდაკვალ, რიონის ხეობაში მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს.

ჰესის მოწინააღმდეგე „რიონის ხეობის მცველები“ მიუთითებენ, რომ კომპანია ადგილზე მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს კი არ აწარმოებს, არამედ აქტიურად აშენებს სადერივაციო გვირაბს, რითაც რადიკალურად ცვლის ბუნებრივ გარემოს.

კომპანია ასევე აცხადებს, რომ სადერივაციო გვირაბი პროექტის ძირითადი ნაგებობა არ არის, მათ სადერივაციო გვირაბის სრული მშენებლობის ნებართვა უკვე მოპოვებული აქვთ და მისი მშენებლობის შეჩერება არც ყოფილა მთავრობასთან შეთანხმების ნაწილი.

არასამთავრობო ორგანიზაციები კი მიუთითებენ, რომ ჰესის „პროექტის დანაწევრება“ და ცალკეული ობიექტების ასაშენებლად ცალკეული ნებართვების გაცემა გაუმართლებელია.

ვრცლად ამ საკითხზე:

მხარს ვუჭერ ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს – ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი