ახალი ამბები

გამოვლინდა კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 27 ადამიანი – 12 მაისი

12 მაისი, 2021 • 867
გამოვლინდა კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 27 ადამიანი – 12 მაისი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 27 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 256 ადამიანი, ჩატარდა 27 699 ტესტი.

„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.82%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.48%“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ახალი 1 409 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 744
  • აჭარა – 102
  • იმერეთი – 149
  • ქვემო ქართლი – 83
  • შიდა ქართლი – 54
  • გურია – 21
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 149
  • კახეთი – 59
  • მცხეთა – მთიანეთი – 24
  • სამცხე – ჯავახეთი – 13
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე, აქტიური 16 341 შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან მძიმეა 872. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 192 პირი.

ამასთანავე, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 75 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში- 28 864.

საქართველოში სულ კორონავირუსის 325 665 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 304 935, გარდაიცვალა 4 363. 

მასალების გადაბეჭდვის წესი