ახალი ამბები

13 მაისიდან ტრანსპორტი და სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა აღდგება

11 მაისი, 2021 • 763
13 მაისიდან ტრანსპორტი და სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა აღდგება

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სასწავლო სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა აღდგება.

აღნიშნული შეზღუდვები ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების ფარგლებში იყო დაწესებული, რომელიც 12 მაისს იწურება:

“ქვეყანაში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია, შესაბამისად, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის და სასწავლო სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან არნიშნული შეზღუდვები მოიხსნება”, – განაცხადეს საკოორდინაციო საბჭოზე.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 ადამიანი კი გარდაიცვალა. StopCov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 28 532 კვლევა ჩატარდა, მათ შორის, 20 349 ანტიგენის, 8 183 კი PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.76%-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 6.07%, ხოლო 7 დღეში — 6.35%. ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 324 256-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 4 336 ადამიანი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი