ახალი ამბები

სოფელ დიღომში 4 ადამიანი დაჭრეს

11 მაისი, 2021 • 908
სოფელ დიღომში 4 ადამიანი დაჭრეს

სოფელ დიღომში 4 ადამიანი დაჭრეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

სამართალდამცავი უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი -117-ე, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. ამ დროისთვის მომხდარის გამო არავინ დაუკავებიათ. შსს-ში აცხადებენ, რომ შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა და გამოძიება მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი