ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ანატოლი ბიბილოვი დონბასში ჩადის

10 მაისი, 2021 • 825
ანატოლი ბიბილოვი დონბასში ჩადის

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკებში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახური იტყობინება.

ბიბილოვი მონაწილეობას მიიღებს დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკების დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომლებიც 11 და 12 მაისს გაიმართება.

ბიბილოვი ასევე შეხვდება დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო პრეზიდენტებსაც.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთმა 2014 წელს ცნო ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

ეს დე ფაქტო რესპუბლიკები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ნაწილს აკონტროლებენ. მათსა და უკრაინის თავდაცვის ძალებს შორის ვითარება ბოლოს 2021 წლის მარტის ბოლოს გამწვავდა. შედარებით აქტიური დაპირისპირება თითქმის მთელი აპრილის განმავლობაში გაგრძელდა.

კონფლიქტის ზონაში ბრძოლები სხვადასხვა ინტენსიობით დღემდე გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი