საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 549 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1439 ადამიანი, ჩატარდა 9 535 ტესტირება.
„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.48%,“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ახალი 549 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 300
- აჭარა – 77
- იმერეთი – 43
- ქვემო ქართლი – 22
- შიდა ქართლი – 9
- გურია – 9
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45
- კახეთი – 16
- მცხეთა – მთიანეთი – 11
- სამცხე – ჯავახეთი – 7
- რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 709, საიდანაც 4 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 197 პირი, მათგან თბილისში – 135, აჭარაში – 9, იმერეთში – 16. საკარანტინე სივრცეებში კი იმყოფება 69 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის 322 468 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 302 428 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 305 გარდაიცვალა.
