ახალი ამბები

საქართველოს რეგიონების ნაწილში ელექტროენერგია გათიშულია

9 მაისი, 2021 • 1009
საქართველოს რეგიონების ნაწილში ელექტროენერგია გათიშულია

“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება. შუქის გათიშვის მიზეზი ძლიერი ქარია.

როგორც კომპანია აცხადებს, ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, მწყობრიდან გამოიყვანა ტრანსფორმატორები და ა.შ. შუადღის შემდეგ ქარი განსაკუთრებით გაძლიერდა, რის გამოც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება აბონენტების ნაწილს მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებში. აღნიშნული რეგიონებს სრულად არ აქვთ შეწყვეტილი ენერგომომარაგება. შეზღუდვებია მხოლოდ გარკვეულ მიმართულებებზე.

“ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ტექნიკური ჯგუფები ადგილზე მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

მასალების გადაბეჭდვის წესი