ახალი ამბები

გამოვლინდა კორონავირუსის 1089 შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი — 9 მაისი

9 მაისი, 2021 • 1196
გამოვლინდა კორონავირუსის 1089 შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი — 9 მაისი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 9 მაისის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში ჩატარდა 18 662 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 089 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.84%.

საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 321 919-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.84 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 5.98%, ხოლო 7 დღის — 6.55%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 489 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 300 989-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 4 281 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 089 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარა – 102, იმერეთი – 108, ქვემო ქართლი – 82, შიდა ქართლი – 24, გურია – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 83, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი – 25, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

მასალების გადაბეჭდვის წესი