ახალი ამბები

კორონავირუსი: გამოვლინდა 1 564 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი

8 მაისი, 2021 • 810
კორონავირუსი: გამოვლინდა 1 564 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი

ბოლო 24 საათის ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 693 პირი. Stopcov.ge-ის მონაცემების თანახმად დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 5.71% შეადგინა.

ქვეყანის მასშტაბით სულ კორონავირუსის 27 384 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 15 341 ანტიგენის, 12 043 კი PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.71%.

ახალი შემთხვევების რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისში გამოვლენილია 900 შემთხვევა
  • აჭარა – 105
  • იმერეთი – 162
  • ქვემო ქართლი – 72
  • შიდა ქართლი – 52
  • გურია – 36
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 115
  • კახეთი – 64
  • მცხეთა-მთიანეთი – 31
  • სამცხე-ჯავახეთი – 18
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9

ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 17 041, საიდანაც 4 284 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 186 პირი, 788 ადამიანი კი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობას 11 969 პირი გადის.

საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 69 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში 35 534 ადამიანი იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი